Pilewiseჩამოტვირთვა

ყველა თქვენი თამაში ერთ სიაში.

პროგრამა გავლილი თამაშების აღსარიცხად. Pilewise აგროვებს თქვენს თამაშებს Steam-იდან, Epic-იდან, GOG-იდან და Xbox-იდან ერთ სიაში, თქვენ კი ნიშნავთ, რომელი გაიარეთ. სია შეგიძლიათ აწარმოოთ Notion-ში, Google Sheets-ში ან CSV ფაილში.

უფასო და ღია კოდით (MIT).

ბიბლიოთეკა

დასრულებულია 4 / 8 · 441,0 სთ

ეს სანიმუშო ბიბლიოთეკაა და არა თქვენი.

  1. ყველა თამაში ერთ სიაში

    Steam, Epic, GOG და Xbox ერთ ცხრილში: რა დაასრულეთ, რამდენი საათი ითამაშეთ და რომელი თამაშები გაქვთ ორჯერ. არ იცით, რა ითამაშოთ? Pilewise აგირჩევთ.

    ბიბლიოთეკა: შეჯამება და თორმეტი თამაში ოთხი მაღაზიიდან.ბიბლიოთეკა: შეჯამება და თორმეტი თამაში ოთხი მაღაზიიდან.
  2. გაგზავნეთ სია ტრეკერში

    ექსპორტი Notion-ში, Google Sheets-ში ან CSV ფაილში. ახალი მონაცემები ძველს ერწყმის, ამიტომ თქვენი ნიშნები, შენიშვნები და საკუთარი სვეტები რჩება.

    ექსპორტის ეკრანი: CSV, Notion და Google Sheets.ექსპორტის ეკრანი: CSV, Notion და Google Sheets.
  3. ცვლილებები ჩაწერამდე ჩანს

    Notion-ში ჩაწერამდე Pilewise აჩვენებს, რა არის ახალი, რა შეიცვალა და რომელი თამაშები აღარ გაქვთ. სანამ არ დაადასტურებთ, არაფერი ჩაიწერება.

    Notion-ის წინასწარი ნახვა: 8 თამაში დასამატებლად, 2 განსაახლებლად.Notion-ის წინასწარი ნახვა: 8 თამაში დასამატებლად, 2 განსაახლებლად.
  4. შემდეგ ყველაფერი თავისით მუშაობს

    Pilewise სიას განრიგით ასინქრონებს, სანამ პროგრამა ღიაა ან სისტემურ უჯრაშია. ყოველი გაშვება ისტორიაში იწერება.

    ავტომატიზაციის ეკრანი: განრიგი, სისტემური უჯრა და ისტორია.ავტომატიზაციის ეკრანი: განრიგი, სისტემური უჯრა და ისტორია.

თქვენი მონაცემები — თქვენი გადაწყვეტილება

თქვენ ირჩევთ, რა და სად შეინახოთ: Notion-ის ბაზა, Google-ის ცხრილი ან CSV ფაილი თქვენს დისკზე. Pilewise-ს საკუთარი სერვერი არ აქვს.

  • ადგილს თქვენ ირჩევთ

    Notion, Google Sheets ან CSV ფაილი. მოხსენით მაღაზიას ნიშანი და მისი თამაშები სიაში არ მოხვდება.

  • ტელემეტრიის გარეშე

    ავტორს არაფერი ეგზავნება — არც თქვენზე, არც თქვენს თამაშებზე.

  • რეგისტრაციის გარეშე

    ანგარიშის შექმნა არ გჭირდებათ. შედიხართ მაღაზიების საკუთარი ანგარიშებითა და გასაღებებით.

  • დაშიფვრა დისკზე

    მაღაზიებზე წვდომის გასაღებები დაშიფრულია: DPAPI Windows-ზე, Keychain macOS-ზე, libsecret Linux-ზე.

ეს კომპიუტერი

  • ბიბლიოთეკა
  • ჟურნალები
  • გასაღებებიდაშიფრული
  • Pilewise-ის ავტორი0 ბაიტი

მხოლოდ როცა დააკავშირებთ

რა ტოვებს კომპიუტერს

Pilewise სერვისს მხოლოდ მაშინ უკავშირდება, თუ თქვენ თვითონ დააკავშირეთ.

კონფიდენციალობა

როგორ მუშაობს

  1. დააკავშირეთ მაღაზიები

    Steam

    Epic

    GOG

    Xbox

  2. მიიღეთ ერთი სია

    HadesSteam · GOG

    Disco ElysiumSteam

    Stardew ValleySteam · Xbox

    Outer WildsEpic

  3. შეამოწმეთ ცვლილებები

    12 დაემატება · 3 განახლდება · 120 უცვლელი

  4. ჩართეთ სინქრონიზაცია

    Pilewise --sync notion,sheets
როგორ შევკრიბო თამაშები Steam-იდან, Epic-იდან, GOG-იდან და Xbox-იდან ერთ სიაში?

დააკავშირეთ მაღაზიები Pilewise-ში. თუ თამაში ორ მაღაზიაშია, სიაში ერთი სტრიქონი იქნება ორივე მაღაზიის ჭდით. თუ მაღაზიის თამაშები არ გინდათ, მოხსენით მას ნიშანი.

წაშლის თუ არა Pilewise ჩემს „დასრულებულ“ ნიშნებს?

არა. თუ Notion-ში, Sheets-ში ან CSV-ში უკვე წერია Completed, Done, Finished ან Beaten — ნიშნით ან Status სვეტში — Pilewise ყველაფერს ისე ტოვებს, როგორც არის.

იშლება თუ არა თამაშები, რომლებიც აღარ მაქვს?

არა. დაბრუნებული და გაყიდვიდან მოხსნილი თამაშები ტრეკერში რჩება. თუ Owned სვეტი გაქვთ, მასში ნიშანი მოიხსნება, მაგრამ სტრიქონი დარჩება.

შემიძლია ცვლილებების ნახვა ექსპორტამდე?

დიახ. Notion აჩვენებს, რამდენი თამაში დაემატება, განახლდება ან უცვლელი დარჩება. სანამ არ დაადასტურებთ, არაფერი ჩაიწერება.

როგორ მუშაობს ექსპორტი Google Sheets-ში?

Pilewise ცხრილს სახელით პოულობს, ხოლო თუ არ არსებობს — ქმნის. განახლებისას თქვენი ნიშნები ინახება. Sheets-ის მხარდაჭერა ჯერ ბეტაშია.

რა ემართება ჩემს CSV ფაილს?

ფაილი თქვენს კომპიუტერზე რჩება და Excel-ში იხსნება. ყოველი განახლების წინ Pilewise გვერდით .bak ასლს ინახავს, ასე რომ ყოველთვის შეგიძლიათ დაბრუნება.

ტოვებს თუ არა ჩემი ბიბლიოთეკა კომპიუტერს?

ავტორს ის არასოდეს ეგზავნება. ბიბლიოთეკა და ჟურნალები თქვენთან რჩება. Pilewise მაღაზიას, Notion-ს, Google-ს ან GitHub-ს მხოლოდ იმისთვის უკავშირდება, რაც თქვენ მოითხოვეთ.

რა ღირს Pilewise?

არაფერი. პროგრამა უფასოა და ღია კოდით, MIT ლიცენზიით. თუ გამოგადგათ, ავტორს Ko-fi-ზე ყავა შეგიძლიათ დაალევინოთ.